ჩეხეთის ელჩის არჩევანი ახალი შკოდა სუპერბია
საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის ტომაშ პერნიცკის არჩევანი ახალი შკოდა სუპერბი გახდა. საელჩოსათვის სუპერბის გადაცემის ოფიციალური ცერემონია 11 ოქტომბერს შკოდას ოფიციალურ ცენტრში გაიმართა, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივანზე მდებარეობს. ელჩმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მისთვის საამაყოა ჩეხეთში წარმოებული მაღალი ხარისხის ავტომობილით გადაადგილება. სუპერბი შკოდას მიერ 2001 წლიდან იწარმოება, მიმდინარე განახლებული მოდელი კი 2015 წლიდან არის ხელმისაწვდომი. საქართველოში ოფიციალური ცენტრის არსებობიდან დაახლოებით 4000 შკოდაა გაყიდული, საიდანაც დიდი წილი ოქტავიას მოდელს უჭირავს.
შკოდას ავტომობილების იმპორტი საქართველოში 2004 წლიდან დაიწყო. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია - შპს „იბერია ავტო ცენტრი“. 12 წლის განმავლობაში კომპანიამ მრავალი საცალო და კორპორატიული გაყიდვა განახორციელა და დღეისათვის არის ერთ–ერთი ლიდერი საავტომობილო ბაზარზე. საქართველოში შკოდას მარკის მომხმარებელია არაერთი სახელმწიფო სტრუქტურა, ასევე იურიდიული და ფიზიკური პირები.
საქართველოში შკოდას მარკის ავტომობილები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ბრენდი გამოირჩევა მაღალი ხარისით, დახვეწილი ინტერიერით და ექსტერიერით, გამძლეობით და სერვისის ეკონომიურობით, რაც განაპირობებს მარკის პოპულარობას ბაზარზე.
ბრენდის წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია სათაო ოფისის ხელშეწყობა, რაც რეგიონში ავტომობილებზე საუკეთესო ფასითა და შკოდაში არსებული სიახლეების აქტიური დანერგვით აისახება.
2017 წელს დაგეგმილია შკოდას ავტოსალონის გაფართოება და ინტერიერისა და ექსტერიერის ახალი სტანდარტებით მოწყობა, რაც ხორციელდება ერთობლივად - იმპორტიორისა და შკოდას სათაო ოფისის მიერ.
2017 წლისათვის ასევე დაგეგმილია შოდას ახალი მოდელის - KODIAQ–ის ოფიციალური პრეზენტაცია საქართველოში.
კომენტარი