სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს კვლავ აგრძელებს

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქ.გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს კვლავ აგრძელებს. დეპუტატობის კანდიდატი სადგურის დასახლებაში კეცხოველის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქის კეთილმოწყობას, ყურადღება გამახვილდა სპორტული მოედნების, სკვერების მოწყობის, ასევექ.გორში საცურაო აუზის რეაბილიტაციის საკითხებზე.

კეცხოველის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულურიც დაესწრო.

„დღევანდელი შეხვედრისას უდიდესი სითბო ვიგრძენი ჩემი გორელებისგან. მე მჯერა ჩემი თანაქალაქელები 8 ოქტომბერს მხარსდაუჭერენ ჩვენი ქალაქის აღმშენებლობას, უკეთესი მომავლის შექნმას“. განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ქ.გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძემ.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100