სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილის გადაბრუნებული ფირფიტა ანუ ვინ დაიწყო ომი? (ვიდეო)

ბიძინა ივანიშვილმა თავისივე ფინანსებით მოძლიერებულ ტელეკომპანია „თრიალეთს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ეს ინტერვიუ იმისთვის გამოიყენა, რომ ნატოსთვის ხოტბა შეესხა და საქართველოს ერთადერთ გზად დაესახა, ხოლო მისი ცნობილი პოზიცია 2008 წლის ომის დაწყებასთან დაკავშირებით, კარდინალურად შეეცვალა და ამჯერად ეთქვა, რომ ომი ქართულ მხარეს არ დაუწყია, მაგრამ ის რუსული მხარის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო.

ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება პოლიტიკოსი ან პოლიტიკაში მოსვლის მსურველი მსოფლიოში, რომელიც ისეთი ელვისებური სისწრაფით იცვლიდეს პოლზიციას, როგორც ამას ივანიშვილი აკეთებს. მას მისივე გარემოცვის წევრებიც ბაძავენ. ასე მაგალითად, ირაკლი ალასანია, როცა მერად არჩევის იმედი ჰქონდა, იმეორებდა, რომ საქართველოს მომავალი არის მხოლოდ ნატოსთან ერთად, მაგრამ საკმარისი იყო, არენაზე ივანიშვილი გამოჩენილიყო, რომ პოზიცია შეეცვალა და ეთქვა, ნატო საქართველოს შორეული პერსპექტივაა და ეს სააკაშვილის ბრალიაო.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მისი ტრანსფორმაცია უკვე გასაკვირიც აღარაა. აკაკი წერეთლის კომპოზიტორად „გადამკეთებელმა“ რომ საქართველოს საგარეო კურსთან მიმართებაში დამოკიდებულების შეცვლა გამოამჟღავნოს, აბა, ვის უნდა გაუკვირდეს, მაგრამ აქედან რომ ვერ ამოშლი?

მოკლედ, „ქართული ოცნების“ მამამთავრის მხრიდან ისიც საქმეა, რომ შეცდომას მიხვდა და მის გამოსწორებას ცდილობს, მაგრამ საზოგადოების შეგნებულ ნაწილს სამართლიანი შეკითხვები ებადება: თუკი ივანიშვილი სამ თვეში ერთხელ ცვლის დამოკიდებულებას და ქვეყნის საგარეო ვექტორს ხან რუსეთისკენ აბრუნებს („იძულებული ვიქნები დავჯდე პუწინთან მოლაპარაკების მაგიდაზე“), ხანაც კი ნატოსა და ევროკავშირისკენ, რით ვართ დაზღვეული იმისგან, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მას კიდევ ერთხელ არ მოუნდება პოზიციის შეცვლა და, ნატოს ნაცვლად, „ევრაზიის კავშირის“ მიმართ გაუჩნდება სიმპათია? მე შენ გეტყვი და, გაუჭირდება...

სხვათა შორის, პირველ პრესკონფერენციაზე ივანიშვილს ომის დაწყებასთან დაკავშირებით ის ფრაზაც კი არ უთქვამს, რომელსაც ხშირად მეოცნებეები იყენებენ და ამ ფრაზით მიანიშნებენ, ომი საქართველომ და ქართულმა მხარემ კი არა, სააკაშვილმა დაიწყოო. ივანიშვილმა პირდაპირ განაცხადა: „დიახ, საომარი მოქმედებები დაიწყო ქართულმა მხარემ“. რაც შეეხება იმას, რომ ახლა, „თრიალეთთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, სააკაშვილი წამოეგო რუსულ პროვოკაციას და საომარი მოქმედებების დაწყების ბრძანება გასცაო, თუ ვინმე ს ჰგონია, რომ ეს ნაკლებად ავნტიურისტული განცხადებაა, ძალიან ცდება. მოდით, განვსაჯოთ, რატომ:

2008 წლის ომიდან დღემდე რუსული მხარე თითქმის ყოველდღე იმეორებს, ქართველებთან პრეტენზია არ გვაქვს, ბულკივით ხალხია, აი, სააკაშვილია თქვენი პრობლემა, ომიც მან დაიწყო და ყველა უბედურება, რაც რუსებისგან გიწვნევიათ, სულ მაგის ბრალიაო. იგივეა სააკაშვილის მოძულე ქართველთა რიტორიკაც, რომლებიც სინამდვილეში სწორედაც საქართველოს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში, თუმცა, „საქართველოს“ კი არა, „სააკაშვილს“ ამბობენ, რაც, უბრალოდ, სასაცილოა. ისე გამოდის, რომ ვთქვათ, ერაყს არა აშშ, არამედ ჯორჯ ბუში ეომებოდა და ეს ვრცელდება ყველა ცნობილ ომზე: რატომ წერენ წყაროებში ერთმანეთთან დაპირისპირებული ამა თუ იმ ქვეყნების სახელწოდებებს, თუკი ომი მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნების ლიდერებს შორის დაპირისპირებაა და ხალხს მათთან კავშირი არა აქვს?

როგორც ჩანს, ივანიშვილმა ამ საკითხებზე ფსიქოანალიზის ჩასატარებლად ჯერ ვერ მოიცალა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100