"მიხეილ სააკაშვილმა დღეს არ მიიღო მედიკამენტები - ძალიან საშიშია, რომ არ იღებს" - ნიკოლოზ ყიფშიძე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე გლდანის ციხესთან მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად პენიტენციურ დაწესებულებაში არ უშვებენ. მისი თქმით, დაელოდება და მანამდე არ წავა, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ ნახავს. როგორც ექიმმა აღნიშნა, დღეს ყოფილმა პრეზიდენტმა არ მიიღო მედიკამენტები. "გუშინ არ შემიშვეს, ახლა არ ვიცი მიზეზი რა იყო, რომ მოვედი, დაახლოებით ერთი საათია აქ ვარ, მითხრეს მოიცადეო, ახლა მითხრეს, რომ სახალხო დამცველი შედის და შენ მერე შეგიშვებთო. ჩემი ინტერესი იყო, რომ კონსილიუმს შევხვედროდი და ერთად გვენახა ეს ყველაფერი. დღეს ნამდვილად მინდა, რომ ვნახო პრეზიდენტი. აქედან არ წავალ თუ არ ვნახე პრეზიდენტი. ვიცი, რომ უფრო სუსტად არის. დღეს არ მიიღო მედიკამენტები, როგორც ვიცი ტელევიზიიდან და ადვოკატებისგან. ძალიან საშიშია, რომ არ იღებს მედიკამენტებს, სამი მედიკამენტია, რომელიც აუცილებლად უნდა მიეღო დღეს“, - განაცხადა პირადმა ექიმმა.
კომენტარი