სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიციის თანამშრომელ აბიტურიენტს, რომელმაც უცხო ენის გამოცდაზე დააგვიანა, სამსახურიდან განცხადების წარდგენა შესთავაზეს

მუხიანის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში 7 ივლისს ერთ-ერთი აბიტურიენტი 5 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა. როგორც ადგილიდან EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი იუწყება, მისი თქმით, შსს-ის კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომელია და სამსახურის მორიგეობიდან პირდაპირ მოუხდა გამოცდაზე გამოცხადება.

საგამოცდო ცენტრის დაცვის სამსახურმა პირს საგამოცდო ცენტრში დარეკვა ურჩია, მას შემდეგ, რაც მან ტელეფონით ისაუბრა, მიიღო რეკომენდაცია, რომ სამსახურიდან წარადგინოს განცხადება საგამოცდო ცენტრის სახელზე შემდგომ კი მიეცემა უფლება სხვა დროს გამოცხადდეს გამოცდაზე.

,,გამოცდაზე დამაგვიანდა, რადგან ვიმყოფებოდი სამუშაო ადგილზე, კონკრეტულად გუშინდელ ღონისძიებაზე (აქცია პარლამენტთან ავტ.) და იქედან პირდაპირ მომიხდა წამოსვლა”.

აბიტურიენტმა საგამოცდო ცენტრი დატოვა. გაითვალისწინებს თუ არა შეფგასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მის განცხადებას, ჯერჯერობით უცნობია.

რა შემთხვევებში მიეცემა აბიტურიენტს უფლება, რომ ეროვნული გამოცდა დაგეგმილზე გვიან ჩააბაროს – მინისტრის ბრძანება

დღეს, 7 ივლისს აბიუტურიენტები გამოცდას კვლავ უცხო ენაში აბარებენ. აპლიკანტები საგამოცდო ტესტებს არჩევანის მიხედვით ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან რუსულ ენებში წერენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100