სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომელ ქალაქებსა და კლინიკებში დაიწყება Pfizer-ით ვაქცინაცია

მნიშვნელოვანი არის ასევე ის, რომ ეს ვაქცინა გადანაწილდება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში, 1 კლინიკა ბათუმში, 1 ქუთაისში და 4 კლინიკა თბილისში. თბილისის კლინიკებია: „ბოკერიას კლინიკა“, „რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ამტელის კლინიკა“ და „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, ბათუმში „რესპუბლიკური საავადმყოფო“, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩამოვიდა ზუსტად იმდენი დოზა რამდენსაც ელოდნენ 29,500, რომელიც 14,000 პირზე გადანაწილდება.

„როგორც იქნა Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია, ის რაოდენობა, რასაც ველოდით 29,500 ცალი, ამ დოზებს გამოვიყენებთ 14,000 პირისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ Pfizer-ით ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრული არის და პირველი ვაქცინის შემეგ, 3-4 კვირაში მე-2 ვაქცინა კეთდება, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დოზებს გავყოფთ და არ მოხდება როგორც „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, მე-2 ნაკადზე დალოდება და რისკი არ შეექმნება ჩვენს მოქალაქეებს ამით. მნიშვნელოვანი არის ასევე ის, რომ ეს ვაქცინა გადანაწილდება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში, 1 კლინიკა ბათუმში, 1 ქუთაისში და 4 კლინიკა თბილისში. თბილისის კლინიკებია: „ბოკერიას კლინიკა“, „რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ამტელის კლინიკა“ და „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, ბათუმში „რესპუბლიკური საავადმყოფო“, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

24 მარტს საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100