მაია ასათიანი: არაფრით მესმის, რატომ უნდა საზოგადოების ნაწილს, უბედურებისგან გონგადასული, საფლავზე დაცემული მნახოს
მაია ასათიანის ახალი პოსტი, რომელსაც თოქ-შოუ „პროფილის“ გვერდი აქვეყნებს:
,,თავიდან მეგონა მარილიანი რომ იყო იმიტომ მოსწონდა, მერე მივხვდი...რა შუაშია ცრემლს რომ მარილის გემო აქვს..,მოდის , თათებს მუხლებზე მიწყობს, სახე სახესთან მოაქვს და ცრემლების ლოკვას იწყებს. ასეთს მხოლოდ ეს პატარა მგელი მხედავს, ნუცას მგელი! სხვას ასეთი-არავის დავენახები-დაცემული! ასე ვუთხარი ჩემს თავს- რომ ყოველი დილა უნდა დაღამდეს და ყველა დღე, რომელიც ჩემს შვილთან შეხვედრამდე დამრჩა უნდა ვიცხოვრო, როგორც ცოცხალმა! ჰოდა ნუ გიკვირთ!
არაფრით
მესმის,
რატომ
უნდა
საზოგადოების
ნაწილს , უბედურებისგან გონგადასული,
საფლავზე დაცემული მნახოს!
ამას ვერავინ
ნახავს-ვერასდროს!
შვილმკვდარ დედებს ძალიან
მძიმე, შავი აურა აქვთ. მოდიან და უბედურებას ასხივებენ.
მე არ მინდა ვიყო ასეთი!
ნუ გიკვირთ
-ცხოვრებას რომ ვაგრძელებ! ნუ გიკვირთ აქ ჩემს ცოცხალ ფოტოებს
რომ ნახულობთ,
ნუ ჭორაობთ
ჩემს ზურგს
უკან- რა ჭირს მაიას- რატომ იცინის...
ახლა ნუცა მეტყოდა, კარგი
რა დედა,
რატომ აკეთებ
განმარტებებს.
ამიტომ თუ ასე ძალიან გინდათ- გეტყვით-დიახ- როცა მარტო ვრჩები-მგელივით ყმუილი
მინდება ხოლმე ! მაგრამ
ამას ვერავინ
ხედავს . იმ პატარა არსების გარდა
ნუცამ რომ დამიტოვა... თვითონაც
მგელია და და იცის...
არადა მეგონა
ცრემლი მარილიანი
რომაა- იმიტომ
არ მშორდება
ხოლმე ტირილის
დროს..." - მაია ასათიანი
კომენტარი