გოჩა ენუქიძე ხაიშისა და ჭუბერის მოსახლეობას შეხვდა
გოჩა ენუქიძე ხაიშისა და ჭუბერის მოსახლეობას შეხვდა „ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ხაიშისა და ჭუბერის თემებს ესტუმრენ.
სოზარ სუბარმა ხაიშის და ჭუბერის მცხოვერბლებთან მათი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც გოჩა ენუქიძემ წარმატებით განახორციელა ამბროლაურის რაიონში. ხაიშისა და ჭუბერის ტერიტორია მცირემიწიანია და შემოსავლის ერთადერთი წყარო მოსახლეობისათვის ხე-ტყის გადამუშვებაა, ამიტომ მათ პროცედურების გამარტივება ითხოვეს.
გოჩა ენუქიძე ადგილობრივებს დაპირდა, რომ ხე-ტყის გადამუშვებისთვის დოკუმენტაციის გამარტივების საკითხზე ცენტრლაურ ხელისუფლებასთან ერთად იმუშავებს. ამომრჩველების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ცენტრალური გზის სათემო გზებთან დაკავშირების პროექტმა - ბეტონის გზა ხაიშის და ჭუბერის მიმართულებითაც დაიგება.
„უნდა შევაჩეროთ მაღალმთიანი რაიონების მიგრაცია, დავუბრუნოთ ახალგაზრდობა რეგიონს, წავახალისოთ წვრილი და საშუალო ბიზნესი.
ბევრი რამ გაკეთდა ამ დრომდე, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რომ აქაურ მოსახლეობის ყუოფითი პირობები გაუმჯობესდეს. „ქართული ოცნების“ პროგრამის დახმარებით განვახორციელებთ ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით.
ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“,-აღნიშნა ეუნიქოძემ. მისივე თქმით, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება მეტი შესაძლებლობა, გააფართოოს საკუთარი საქმიანობა ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობის მხრივ დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შესახებ და აღნიშნა, რომ პროგრამის საშუალებით ბიზნესს გაუჩნდება რეალური შესაძლებლობები, მოსახლეობას კვლავ ექნება საშუალება, ისარგებლოს დაბალპროცენტიანი კრედიტით.
„მოწესრიგდება და განვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნება, საქართველოს იქცეს ოთხი სეზონის ტურისტულ ქვეყნად, რაც უზრუნველყოფს ტურიზმიდან ახალი შემოსავლების მიღებას, კიდევ უფრო დაიხვეწება რეგიონული განვითარების დაფინანსების სისტემა”, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
(R)
კომენტარი