სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინგა გრიგოლია: რუსთავი2-ის გარეშე არჩევნების ჩატარება არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მიმდინარე პროცესების შეფასებისას აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევანებამდე ცდილობს, მედია მთლიანად გადავიდეს მისი კონტროლის ქვეშ.

ამის შესახებ გადაცემა არჩევანში ინგა გრიგოლიამ განაცხადა და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებებს არა მთავრობა, არამედ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ე.წ. ახალი მედია-მაფიის წევრები იღებენ.

„ეს კარგად გაწერილი გეგმა იყო, რომლის გახორციელება დაიწყეს შემოდგომაზე. თოქ-შოუები დაიხურა, რადგან უფრო დიდი გეგმა იყო, დიდი რუსთავი2-ის წაღების გეგმა. ხელს ნუ ახლებენ არჩევნებამდე, რადგან არჩევნების ჩატარება რუსთავი2-ის გარეშე ნიშნავს არჩევნების ლეგიტიმურობის დიდი კითხვის ქვეშ დაყენებას,“ - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100