„m²“-მა გაყიდვების ახალი ოფისი ყაზბეგის გამზირზე გახსნა
თბილისი,11ნოემბერი, 2014–დეველოპერულმა კომპანიამ„m²“, გაყიდვების ახალი ოფისითბილისის ცენტრში, ყაზბეგის გამზირზე 19ა ნომერში გახსნა. ახალი ოფისის ადგილმდებარეობა შეირჩა მომხარებელის მოთხოვნის გათვალისწინებით, რათა მომხმარებლისთვის კიდევ უფრო გამარტივებულიყო გაყიდვების ოფისის სტუმრობა. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ ოფისში, მომხმარებელი შეძლებს:მიიღოს ინფორმაცია დეველოპერული კომპანია „m²“-ის ნებისმიერ სამშენებლო პროექტზე, გაიაროს კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან სასურველი ბინის შეძენის შესახებ, გაეცნოს შიდა განვადების პირობებს, გააფორმოს ხელშეკრულება და სხვა.
დეველოპერული კომპანია „m²“-ი თბილისსა და ბათუმში ექვსიგაყიდვების ოფისით არის წარმოდგენილი, სადაც მომხმარებელს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00–დან 19:00 საათამდე მოემსახურებიან.ვაჟა-ფშაველასგამზირზე №35-ში მდებარე გაყიდვების ოფისში, მომსახურების მიღება შესაძლებელია შაბათსაც,10:00–დან 14:00-საათამდე.
ამ დროისთვის, დეველოპერული კომპანია „m²“-ი სხვადასხვა მოთხოვნილების მქონე მომხმარებელზე მორგებულრამდენიმე სამშენებლო პროექტს ახორციელებს.მათ შორისაასაცხოვრებელი კომპლექსი „ოპტიმა ისანი“, რომელიც კომპანია „m²“-ის ახალ, ოპტიმალურ სამშენებლო ხაზს ეკუთვნის. „ოპტიმა ისანში“, ოპტიმალური დაგეგმარების ხარჯზე, შესაძლებელიასასურველი ფართის მქონე ბინის შეძენანაკლებ ფასად.
აღსანიშნავია, რომ დეველოპერული კომპანია „m²“-ი, სამშენებლო ბაზარზე გამოჩენის დღიდან, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობის შედეგად, წარმატებით იზიდავს ფინანსურ სახსრებს. „m²“-ის ყველა სამშენებლო პროექტი სრულად დაფინანსებულია ისეთი წყაროებიდან, როგორებიცაა: კანადის მთავრობა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და ჰოლანდიის განვითარების ბანკი (FMO).
m² -ის შესახებ:
m²-ის მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნას უკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m² საქართველოში ამკვიდრებს ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას. m² ეძებსისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.m2.ge
კომენტარი