ამფეთქება მაღაროში და 245 დაღუპული
აფეთქება თურქულ პროვინცია სამინაში, სომნას მაღაროში. დაღუპულთა რიცხვმა ბოლო ოფიციალური მონაცემებით 245 ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ტანერ იილდიზმა განუცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციები გრძელდება, მაგრამ ნაკლებია იმის ალბათობა, რომ იქ ვინმე ცოცხალი იყოს გადარჩენილი. ადგილზე ამ დროისთვის 500-მდე მაშველი მუშაობს.
აფეთქების შედეგად, რომელიც 13 მაისს მოხდა, მიწისქვეშ 787 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
კომენტარი