სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკანონო იარაღი ირანისთვის

სხვადასხვა სახის საერთაშორისო სანქციები სულ უფრო მეტად ხდება უბრალო ფორმალობა. დასჯილი სახელმწიფოები ფარული გზებით და საშუალებებით მაინც ახერხებენ აკრძალული პროდუქციის მოპოვებას. ამ საკითხში ერთ–ერთი აქტიური და უკონტროლო სახელმწიფო ირანია. დღეს, ისლამური რესპუბლიკის ირგვლივ ახალი სკანდალი აგორდა. როგორც ირკვევა, ირანის ხელისუფლებამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციები დაარღვია და აკრძალული შეიარაღება ფარული ქსელის საშუალებით ქვეყანაში შეიტანა.

ამასთანავე, ირანი კვლავ აგრძელებს ბირთვულ სამხედრო პროგრამაზე მუშაობას. ამის შესახებ გაეროს მოხსენებაშია ნათქვამი. გაეროს სანქციები ირანის მიერ იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით, ძალიან ძვირი და სარისკოა, მაგრამ ამ სანქციებმა ისლამური რესპუბლიკა ვერ აიძულა ბირთვული პროგრამის შეჩერების გადაწყვეტილება მიეღო, რაზეც ნახევარი მსოფლიო ოცნებობს. გაეროს ექსპერტები ირწმუნებიან, რომ იარაღის შესყიდვით ირანის რევოლუციური გვარდიაა დაკავებული, რომელიც აიათოლა ალი ხამენეის ექვემდებარება.

ფაქტობრივად, მტკიცდება ხმები ირანის მიერ იარაღის და საბრძოლო ნივთიერებების არალეგალურად მოპოვების შესახებ, რომლებიც შემდეგ ატომური ბომბის შესაქმნელად შეიძლება გამოიყენონ. მოხსენების ავტორები იხსენებენ, რომ სინგაპურში ალუმინის ფხვნილის პარტია დააკავეს, რომლის იმპორტირებაც ჩინეთიდან ირანში ხდებოდა. ამ ფხვნილს რაკეტების და ბომბების შიგთავსების დასამზადებლად იყენებდნენ. 2010 წლის ოქტომბერში ირანული გემი და მისი ეკიპაჟი დააპატიმრეს, რომელსაც რაკეტები და სხვა საბრძოლო მასალები გადაჰქონდა.

ირანი კი, თავის მხრივ, აქტიურად აიარაღებს სირიას, ლიბანს, პალესტინის ტერორისტულ ორგანიზაციებს. სანქციების გვერდის ავლით ამ მცდელობებთან ბრძოლასთან მოხსენების ავტორები ირანის ორი კონკრეტული მოქალაქის – აიათოლას და პრეზიდენტის ანგარიშების გაყინვას უცხოეთში და მათი თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ასახელებენ. ასევე ითხოვენ კომპანია Behineh Trading – ის ანგარიშების გაყინვასაც, რომელიც კონდტრაბანდის ხელშეწყობაშია შემჩნეული. თუმცა, სპეციალისტების თქმით, თვით ეს ღონისძიებებიც კი, იარაღის უკანონი ბრუნვას ვერ აღკვეთს და ის ჩვეული ინტენსივობით გაგრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100