სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკის ხელშეწყობით საქართველოში პირველად, პრინტ ფესტივალი LIFE N STYLE ტარდება

საქართველოში პირველად, ასოციაცია „არტ კავკასიის“ ორგანიზებით და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო პრინტ ფესტივალი ‘LIFE N STYLE ’ იმართება. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის, (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, ლინო გარვიურა და ა.შ) აღდგენა-ხელშეწყობას.


ფესტივალის ფარგლებში, თიბისი გალერეა ქართველი არტისტების მიერ, სპეციალურად ამ ტექნოლოგიით შესრულებული ორიგინალური ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვას მასპინძლობს.


გამოფენაში სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანებთან ერთად ქართველი მხატვრები მონაწილეობენ: ტატო ახალკაციშვი ლი, მარი ათანელი, უტა ბექაია, ალექს ბერდიშევი, ნინო ჭილაშვილ ი, ანდრია დოლიძე, დავით ევგენი ძე, ზურა გიკაშვილი, მიშა გოგრი ჭიანი, რიტა ხაჩატურიანი, თამარ ხმიადაშვილი, თემო ჯავახიშვილი , კოტე ჯინჭარაძე, დავით კუხალა შვილი, ამირან კუპრავა, ქეთი ლო ბჟანიძე, მურთაზ მახათაძე, ლევა ნ მინდიაშვილი, კოტე სულაბერიძე , მაია სუმბაძე, მურთაზ შველიძე , ლუკა ცეცხლაძე, მამუკა ცეცხლა ძე, ნიკო ცეცხლაძე, კოკა ცხვედი ანი, გურამ წიბახაშვილი, ოლეგ ტ იმჩენკო, გეგა პაქსაშვილი, გელა წულაძე, ილიკო ზაუტაშვილი.


ხელით ბეჭდვის ტექნიკა უნიკალურია იმით, რომ იძლევა შესაძლებლობას, მოხდეს ნამუშევრის რამდენიმე (10-15) ეგზემპლარად ტირაჟირება, რომელთაგან ყველა ორიგინალია. სწორედ ეს განაპირობებს ამ ტექნოლოგიის მიმზიდველობას და ამასთან, უზრუნველყოფს მის მასობრივ გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას.


ეს ტექნოლოგია მაღალ დონეზე მუშაობს განვითარებულ ქვეყნებში. შექმნილია სპეციალიზირებული სახელოსნო-გალერეები, ეწყობა საერთაშორისო ფესტივალები, ბიენალეები, მიმდინარეობს ბეჭდვითი მედიის მუდმივი პოპულარიზაცია, ახალგაზრდა მხატვრების წამახალისებელი აქციები და სხვა.


საქართველოში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელით ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა სპეციალური კოლექცია. ეს კოლექცია გადატანილი იქნა ტექსტილსა და კერამიკაზე. დამზადდა ჩანთები, მაისურები, საკოლექციო ჭურჭელი, რომლებიც გამოფენის პარალელურად იქნება წარმოდგენილი და ნამუშევრებთან ერთად გაიყიდება.


„ფესტივალის სახელწოდება ”LIFE- N- STYLE“ მიგვანიშნებს ახალი ცხოვრების სტილზე - მთელს მსოფლიოში ხელოვნების ნიმუშის შეძენით მყიდველი საკუთარ თავს გარკვეულ სტატუსს ანიჭებს. ინტერიერის დიზაინს საქართველოში უკვე დიდი ყურადღება ეთმობა, გვინდა, ხელი შევუწყოთ თანამედროვე ხელოვნების თანამედროვე ინტერიერებთან ინტეგრაციას, ეს ფესტივალის ერთ-ერთი მისიაა,“ - ამბობს ნანა ყირმელაშვილი, ასოციაცია „არტკავკასიის“ ხელმძღვანელი.


ფესტივალის ფარგლებში, საუკეთესო კოლექცია მოივლის თბილისს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქს და მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო პროექტებში.


ექსპოზიცია თიბისი გალერეაში 17 ოქტომბრამდე დარჩება.


პრინტ ფესტივალის გამოფენა აჭარაში უკვე ჩატარდა, სადაც ნამუშევრებს ბათუმის თიბისი გალერეამ უმასპინძლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100