რა კავშირია ლევან ვასაძესა და რიონის ხეობის მცველებს შორის?
„რიონის ხეობის გუშაგების“ ინფორმაციები ძალიან აქტიურად ვრცელდება ლევან ვასაძის „ალტ-ინფოს“ ჯგუფებში. სოციალურ ქსელში შესამჩნევი ხდება , რომ რიონის ხეობის მცველებისა და ლევან ვასაძის მსგავსი იდეოლოგია აქვს- სოციალისტურ, რუსული, პოსტსაბჭოთა ნარატივით. ამას მოწმობს მათი გამოსვლებიც- „არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ასევე
აღსანიშნავია, რომ სწორედ ალტ-ინფო იყო ის საინფორმაციო, სადაც რიონის ხეობამ პირველად
საჯაროდ დაიწყო საუბარი. "ამიტომ თუ მართლაც გვინდა რომ რაიმე შეიცვალოს ქვეყანაში
ჩვენი, მოსახლეობის სასიკეთოდ, ორივე აქცია მნიშვნელოვანია. პირველის კარგად ჩატარება
ხელისუფლებისათვის ნოკაუტის ტოლფასი იქნება და 23 მაისის აქციის შედეგზე იქონიებს დიდ
გავლენას". - წერენ ორივე აქციის მხარდამჭრები სოციალურ ქსელში.
ასევე
საინტერესოა ზოგიერთი პროტესტანტის მოსაზრებაც იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ორმა ძალამ
- ალტ ინფომ და რიონის სახალხო მოძრაობამ შეაშინა ლიბერალური ხელისუფლება, მედია, ოპოზიცია
და მათი მაამებლები და ის, რომ ორივე ქვეყნის ინტერესების სადარაჯზე დგას.
ლევან
ვასაძის ქვეყნის სადარაჯოზე დგომა რუსული რუბლებით რომ ფინანსდება, ალბათ ეს უკვე ყველამ
იცით. ამიტომ ღმერთისგან დალოცვა, პროტესტის მონაწილეები და მახრდამჭერები ყველა პოსტის
ბოლოს რო უწერენ ერთმანეთს, მართლაც არ იქნებოდა
ურიგო ამ გაუგებრობაში, თუმცა ეგ საქმე უკვე მეუფე სტეფანემ გადაიბარა - ასეა, ყველას
თავისი მფარველი და დამლოცველი ჰყავს, ზოგს რუსეთუმე მიტროპოლიტი, ზოგს კიდევ ზევიდან,
ღმერთი.
კომენტარი