ნახეთ რა ხდება დღეს თბილისის მეტროში
მთავრობამ დღევანდელი დღე უქმედ გამოაცხადა, თუმცა ეს განკარგულება ბევრმა ხელმძღვანელმა პირმა და დამქირავებლებმა "ყურს იქით" გაატარეს და დედაქალაქის ქუჩებში არნახული საცობები, მეტროში კი "ჭეჭყვა" მივიღეთ შედეგად. არავინ დაფიქრებულა იმაზე, რომ საგანგებო სიტუაციის დროს სასწრაფო დახმარებისა და სხვა ბრიგადებს ქუჩებში თავისუფლად გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეთ, ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველები კი სამსახურში მიმავალი ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
კომენტარი