საერთაშორისო პლენერის დასკვნითი გამოფენა
2016 წლის 23 ივნისს, 14:00 საათზე, ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლაში ქართველი და ლიტველი მხატვრებისმიერ პლენერზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენამოეწყობა.საერთაშორისო პლენერის „მეგობრობის პალიტრა“ მიზანი იყომხატვრების გამოცდილების გაზიარება და შემოქმედებითი ზრდისხელშეწყობა.
პროექტის მიხედვით ლიტველმა მხატვრებმა ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის სტუდენტებსმასტერკლასები ჩაუტარეს. ასევე, მოეწყობა საერთაშორისო გაცვლითი პლენერები საქართველოსა და ევროპისსხვადასხვა ქვეყნებში.
პროექტი განხორციელდა აჭარის განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „კულტურულიცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში. პლენერი გაიმართა საქართველოს კულტურის ხელშეწყობისადა განვითარების ფონდის ორგანიზებით.
კომენტარი