
ძლიერი ქარი, საღამოს საათებში კი მცირე წვიმა - გაინტერესებთ, როგორია კვირის ამინდის პროგნოზი?
7-8 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +21, +26 გრადუსამდე მოიმატებს.
9 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ძლიერად. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 10 ოქტომბერს ისევ გამოიდარებს.
ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 7 და 9 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
კომენტარი