სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამტრედიაში მამაკაცმა არასრულწლოვანი დისშვილი გააუპატიურა

სამტრედიაში მამაკაცი არასრულწლოვანი დისშვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ადგილობრივებმა განაცხადეს, 14 წლის გოგონა სამტრედიაში , საკუთარ ბიძასთან სტუმრად იმყოფებოდა და ბიძამ მას სექსუალური კავშირის დამყარება აიძულა. დაკავებულის მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ დაზარალებული არასრულწლოვანი ფეხმძიმედ იყოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ გუშინ, სამტრედიაში მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დააკავეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100