ცნობილია იმ შშმ პირის ვინაობა, ვინც პოლიციელმა ისნის მეტროში სცემა - იდენტიფიცირებულია სავარაუდო მოძალადე პირიც
ძალადობის მსხვერპლი მოზარდის იდენტიფიცირება მოხდა- ,,ყრუთა კავშირის" ინფორმაციით, ეს არის 17 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც უბინაოა და ქუჩაში ცხოვრობს. კავშირის პრეზიდენტი, მაია მეტონიძე, ,,პირველებთან" საუბარში აცხადებს, რომ 17 წლის ლევან ა.-ს პრობლემები სამართალდამცველებათან ადრეც ჰქონია.
ეს ახალგაზრდა არის 17 წლის ლევან ა., ის უფრო მეტყველ პირებთან მეგობრობს. მათთან ერთად მოძრაობს, სახლი არ აქვს და ქუჩაში ცხოვრობს. მას პრობლემები ჰქონდა სამართლებრივ ასპექტში, თავშესაფარში იყო და გამოიქცა.- განუცხადა ,,ტვ პირველს" მაია მეტონიძემ.
ამ დროისთვის მეტროსადგურ ,,ისანში" სადაც გუშინ ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა პოლიციელმა სცემა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამომძიებლებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. იდენტიფიცირებულია სავარაუდო მოძალადე პირი.
კომენტარი