სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძე: „ახლომახლო ვიმყოფები...“ – რუსთაველიდან ლიდერები პირველები გაიქცნენ

მას შემდეგ, რაც მერიის წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს გამაფრთხილებელი წერილი გადასცეს, მათ კი აქციის დაშლაზე და ადგილის შეცვლაზე უარი თქვეს, მომიტინგეებისკენ სპეცრაზმი დაიძრა. სპეცრაზმს უკან ორი სპეციალური, წყლის ჭავლის მანქანა მოჰყვებოდა. ისინი მომიტინგეების მიერ აღმართულ რკინის ბარიერთან შეჩერდნენ. მომიტინგეთა წინა რიგებმა ბარიერებისკენ გადაიწიეს. „მაესტროს“ ეთერში კარგად ჩანდა, რომ რამდენიმე მომიტინგემ სპეცრაზმელების მისამართით ბოთლები და სხვადასხვა ნივთები ისროლა. დაახლოებით ერთწუთიანი პაუზის შემდეგ სპეცმანქანამ წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შემდეგაც მომიტინგეები უკუიქცნენ.

როგორც ჩანს, შემთხვევის ადგილიდან ყველაზე პირველად „სახალხო კრების“ ლიდერები „აორთქლდნენ“. მოგვიანებით რამდენიმე მათგანი ტელეფონით „მაესტროს“ ეთერში ჩაერთო. „მე ახლომახლო ვიმყოფები“, – თქვა ნინო ბურჯანაძემ. მანვე დაამატა, რომ ლიდერებს არანაირი დაზიანებები არ მიუღიათ.

რუსთაველზე ამ დროისთვის მომიტინგეებიდან აღარავინა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, რომლებიც სამართალდამცველებისადმი აგრესიით გამოირჩეოდნენ. როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიას მთლიანად პოლიცია აკონტროლებს. როგორც „მაესტროს“ ჟურნალისტმა სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა, ისინი ჟურნალისტების მიმართ აგრესიით არ გამოირჩევიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100