სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საზარელი ავარია ყაზბეგის გამზირზე - გარდაცვლილ 19 წლის ბაიკერს სწავლა მადრიდის IE University-ში 75%-იანი დაფინანსებით უნდა გაეგრძელებინა

19 წლის რევი დემეტრაშვილის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ ექსპერტიზის ბიუროდან მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. პროკურატურაში ამ დრომდე არ აცხადებენ, რას ემსხვერპლა 19 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე.

არსებობს ოქროს მოწმის გადაღებული კადრები, რომლითაც დასტურდება, რომ მოტიციკლი საპატრულო პოლიციის მანქანას შეეჯახა, რომელმაც, სავარაუდოდ, ყაზბეგის გამზირზე გზა ჩახერგა.

რა მოხდა ყაზბეგის გამზირზე - ავტოსაგზაო შემთხვევაც და მანამდე განვითარებული მოვლენებიც, სავარაუდოდ, დაფიქსირებული უნდა ჰქონდეს გარდაცვლილი ახალგაზრდის ჩაფხუტზე დამაგრებულ ვიდეო რეგისტრატორსაც, რომელსაც ის სხვადასხვა დროს ვიდეოების გადასაღებად იყენებდა.

რევი დემეტრაშვილი ქართულ-ამერიკული სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული იყო, რომელსაც სწავლა მადრიდის IE University-ში უნდა გაეგრძელებინა 75%-იანი დაფინანსებით.

ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, ერთ-ერთი, რომელმაც ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა, პოლიციამ დააკავა. შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალა გიკა მოდებაძეს აქვს გადაღებული. ვიდეოში თვითმხილველი ყვება, რომ პოლიცია ადგილზე მტკიცებულების განადგურებას ცდილობს.

ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა. არსებობს ეჭვი, რომ მოტოციკლის მძღოლს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აედევნა და მას გზა ჩაუკეტა.

გამოძიება პროკურატურამ 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია - ამის შესახებ "პირველებს" პროკურატურაში განუცხადეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100