სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წულუკიანი, საბჭოთა მილიციის შენობასთან ე.წ. ძველი ბიჭები რომ მოქალაქეებს უსწორდებოდნენ, იმას მაგონებს - ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი თეა წულუკიანს საბჭოთა მილიციის შენობასთან მდგომ ე.წ. ძველ ბიჭებს აგონებს.

ჩარკვიანი პირდაპირ ადანაშაულებს კულტურის მინისტრის გელათის ძეგლის დაკარგვაში და კითხვას უსვამ წულუკიანს, თუ ღირდა მისი სიცოცხლე იმად, რომ საქართველოს გელათი დაეკარგა.

"ეს მინისტრი მაგონებს ჩემს ყრმობაში საბჭოთა მილიციის შენობასთან ე.წ. ძველი ბიჭები რომ მოქალაქეებს უსწორდებოდნენ საბჭოთა მილიციის იმედით. ეს რომ ტრიბუნასთან ადის, ძალიან ჰგავს მათ.
მე ვკითხავდი მას, როგორ ფიქრობს ის, მისი ერთი ბრჭაყალებში კულტურის მინისტრის სიცოცხლე ღირდა იმად, რომ საქართველოს გელათი დაეკარგა.

თეა წულუკიანს დღეს 3 საათზე პარლამენტში ელოდებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100