შემთხვევითი ინცესტი
შემთხვევითი ინცესტი წარმოადგენს მდგომარეობას, რომლის დროსაც სქესობრივი კავშირი ხდება ნათესავებს შორის, მაშინ როცა მათ სისხლით ნათესაობის შესახებ არ იციან. კავშირი შეიძლება იყოს ახლო ნათესავებს (მაგ. და-ძმა), ასევე შორეულ ნათესავებს (მაგ. შორეული ბიძაშვილები) შორის.
მიიჩნევა, რომ ახლო ნათესავები თუ არ იზრდებიან ერთად და შემდგომში შეხვდებიან ერთმანეთს ისე, რომ არ ეცოდინებათ ახლო ნათესაური კავშირის შესახებ, მათ აქვთ მაღალი ალბათბა, რომ შეუყვარდეთ ერთმანეთი და ჰქონდეთ სექსი.
შემთხვევით ინცესტის მიზეზებში შეიძლება დასახელდეს ხელოვნური განაყოფიერება. მაგ. ერთი მამაკაცის სპერმით განაყოფიერებული სხვადსხვა ქალის კვერცხუჯრედები. რის შედეგადაც შეიძლება დაიბადონ ბავშვები საერთო ბიოლოგიური მამით, როდესაც ისინი გაიზრდებიან შესაძლოა ჰქონდეთ კავშირი. ამ მიზეზის გამოსარიცხად მრავალ კლინიკაში და სპერმის დონაციის ცენტრებში ერთიდაიგივე მამაკაცის სპერმით არ ანაყოფიერებენ სხვადასხვა ქალის კვერცხუჯრედებს. სხვა მიზეზებს შეიძლება წარმოადგენდეს ბავშვების ადრეული ასაკიდან დაშორება და სხვადასხვა ოჯახებში გაზრდა, შვილის მიტოვება და სხვა.
შემთხვევით ინცესტის შესახებ ფაქტები არსებობს მაგ. 2008 წელს ბრიტანეთში და-ძმა დაქორწინდა ერთმანეთზე ისე, რომ ამ ფაქტის შესახებ მას შემდეგ გაიგეს რაც ქორწინება შედგა. ასევე გერმანიაში Patrick Stübing – ს ჰყავდა საკუთარი დისგან 4 შვილი, მაშინ როდესაც გერმანიაში ინცესტი არალეგალური იყო.
მითოლოგიაში და ხელოვნებაში ინცესტის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. მაგ. ოიდიპოსი დაქორწინდა საკუთარ დედაზე, მეფე არტური აცდუნა საკუთარმა ნახევარდამ. მოლ ფლენდერსი დაქორწინდა თავის ნახევარ ძმაზე.
ექიმი ჰაუსის მესამე სეზონის ერთ-ერთ სერიაშიც შემთხვევითი ინცესტის შესახებ არის სერიის სიუჟეტი. ცოლ-ქმარი მსგავსი სიმპტომებით მიიყვანეს კლინიკაში, მათ აღმოაჩნდათ იშვიათი გენეტიკური პათოლოგია და ბოლოს გაირკვა, რომ ნახევარ და-ძმა ყოფილან.
ასევე ფილმში „ძველი ბიჭი“ მთავარ გმირს აქვს სექსუალური და სასიყვარულო ურთიერთობა თავის ქალიშვილთან, რომელსაც 15 წლის წინ დაშორდა.
კომენტარი