საპარლამენტო უმრავლესობაში ოპოზიციის მიერ 21 მაისის ამოჩემებას პლანეტების გავლენას უკავშირებენ
საპარლამენტო უმრავლესობაში ოპოზიციის ნაწილის მიერ "21 მაისის ამოჩემებას", პლანეტების და ან გაზაფხულის გავლენას უკავშირებენ.
როგორც ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შესაძლოა რადიკალური ოპოზიციის მიერ ამ თარიღის ამოჩემება ნაწილობრივ მთვარის დედამიწაზე გავლენის ბრალი იყოს, ან გაზაფხულის, თუმცა დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი გავლენა, რუსული იდეებიც იყოს.
"შესაძლოა, იქ ამბობენ, რომ ასე სჯობს, რაღაცას დაემთხვევა, ამ დროს უფრო გვცალია, ან უფრო მეტი ფული გვექნება მაშინო", – ამბობს დარჩიაშვილი და იქვე დასძენს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მთელი ეს ქმედებები, პოზიტიური შედეგის მომტანი იყოს, განსაკუთრებით თავად ოპოზიციის ნაწილისთვის.
ნინო ბურჯანაძის მუქარაზე კი, რომ ხელისუფლებას 26 მაისს აღლუმის ჩატარების საშუალებას არ მისცემს, დარჩიაშვილი ამბობს, რომ აღლუმებთან ბრძოლას და ამერიკის საელჩოსთან "მასკარადების ჩატარებას" სჯობს ოპოზიციამ პოლიტიკური მეთოდებით იბრძოლოს
კომენტარი