სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხიზანიშვილი: „კონკრეტულ ციფრებს ვერ გეტყვით, მაგრამ შსს-ს რეიტინგი ისევ მაღალია“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, სამინისტრო მოსახლეობაში კვლავ მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს.
"კონკრეტულ ციფრს ვერ დაგისახელებთ. მოდით, ეს საქმე იმათ მივანდოთ, ვინც კვლევა ჩაატარა. მე მხოლოდ ის შემიძლია, გითხრათ, რომ სამინისტროს კვლავ მაღალი რეიტინგი აქვს", - განუცხადა "ივერონს" შოთა ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალებთან" ერთად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს 2 მაისს, საღამოს პარტიის ცენტრალურ ოფიში შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილიც გაეცნო.

"შეხვედრაზე მინისტრ ვანო მერაბიშვილის თხოვნით ვიმყოფებოდი, რომელმაც მოუცლელობის გამო რეიტინგების პირადად გაცნობა ვერ მოახერხა. რაც შეეხება თავად რეიტინგს, უფლებამოსილი არ ვარ, ეს ინფორმაცია გავცე", - განუცხადა "ივერონს" შოთა უტიაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ პოლიციის რეიტინგი მმართველი პარტიისაზე მაღალია.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100