რამდენი მილიონი დაკარგეს რუსებმა ინსტაგრამის დაბლოკვით?
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომმა აგრესორი ქვეყნის ეკონომიკას იმდენად მძიმე დარტყმა მიაყენა, რომ ის გადახდისუუნარო გახადა. დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკის ჩამოშლის პროცესს დღითი დღე აჩქარებს. კერძოდ, რუსებს ინსტაგრამის გამოყენების აკრძალვამ მყისიერად დააკარგვინა ათასობით ბლოგერს შემოსავალი. ათიათასობით მცირე ბიზნესმა ინსტაგრამით დაბლოკვით შემოსავალი დაკარგა. აღსანიშნავია, რომ მცირე ბიზნესისთვის ინსტაგრამი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ყოველი მომდევნო დღე აახლოებს მას ახალ, კიდევ უფრო მკაცრ სანქციებთან, რამაც შეიძლება მთლიანად ეკონომიკის პარალიზება მოახდინოს. დაუნდობელი სანქციები 14 მარტს 00:00 საათზე რუსეთის მასშტაბით კომპანია „მეტამ“ ინსტაგრამის გათიშვა დაიწყო. მილიონობით რუსი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ „ომი შორს არის და მათზე გავლენას არ მოახდენს“, მწარედ შეცდნენ და ზუსტად გათიშვიდან ერთ დღეში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. Instagram არის ყველაზე დიდი სოციალური ქსელი რუსეთში, რომელიც შემოსავლის წყარო იყო არა მხოლოდ ადგილობრივი ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის, არამედ ათასობით მცირე ბიზნესისთვის. სოციალური ქსელი იყო საქონლის გაყიდვის მთავარი არხი: წიგნებიდან დაწყებული საბავშვო ტანსაცმლის გაყიდვით დამთავრებული. ინსტაგრამის გათიშვისთანავე ამ მცირე ბიზნესმა მყისიერად შეწყვიტა არსებობა. Forbes-ის თანახმად, ინსტაგრამზე რეკლამამ რუს ბლოგერებს დაახლოებით 211 მილიონი დოლარი მოუტანა, ეს მხოლოდ ოფიციალურად დეკლარირებული შემოსავალია. სოციალური ქსელის დახურვის შედეგად ეკონომიკის რეალური ზარალი შეიძლება ათჯერ მეტი იყოს. უფრო მეტიც, სოციალური ქსელების აკრძალვის გვერდის ავლა არც ისე ადვილი იქნება: რუსეთის ხელისუფლება ბლოკავს პოპულარული VPN სერვისებს. წამყვანი დასავლური კომპანიების მიერ რუსეთისთვის გამოცხადებული ბოიკოტის გამო, შემოსავლების ბაზარი თითქმის ჩამოიშალა. რუსეთის ტოპ 30 რეკლამის განმთავსებლების უმეტესობა უცხოური ბრენდებია. 16-დან 13-მა უკვე გამოაცხადა რუსეთიდან გასვლის ან ბიზნესის შეჩერების შესახებ, მათ შორის საუბარია ყველა რეკლამის ამოღებაზე. მხოლოდ უმსხვილესი რეკლამის განმთავსებლებისგან ბაზრის ზარალი შეიძლება შეადგენდეს 51 მილიარდ რუბლს. ინსტაგრამის დახურვის შემდეგ რუსი ბლოგერები რუსულ სოციალურ ქსელებში გადაბარგდნენ, თუმცა ცხადია, იქ ზარალის ანაზღაურებას ვერ შეძლებენ. 16 მარტს რუსული სოციალური ქსელის ობლიგაციების მფლობელებს შეიძლება 400 მილიონი დოლარის ვალის ვადამდე დაფარვა მოსთხოვონ. ფაქტობრივად, კომპანიებს დეფოლტი ელოდებათ. ამჟამად, მსოფლიოს ყველა წამყვანი სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ რუსეთის დეფოლტი გარდაუვალია. უახლეს ისტორიაში პირველად რუსეთის საკრედიტო რეიტინგი უკრაინის საკრედიტო რეიტინგზე დაბალია. მასალა მომზადებულია epravda-ს მიხედვით. შეგახსენებთ, 8 მარტს „როსკომნადზორმა“ კომპანია Meta-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმის ინსტაგრამის დაბლოკვის შესახებ განაცხადა. 14 მარტს 00:00 საათზე ინსტაგრამი რუსეთში დაიბლოკა.
კომენტარი