სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორხევში ნათლიამ ნათლული მოკლა

თბილისში, ორხევში ნათლიამ ნათლული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, 1937 და 1977 წლებში დაბადებულ მამაკაცებს შორის კონფლიქტი წარსულში არსებულ უთანხმოებას მოჰყვა.

ახალგაზრდას, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

„პოლიციამ ლ.ლ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ამოღებულია ნივთმტკიცებად. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს"-აცხადებენ შსს-ში.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100