The Prodigy-ს ვოკალისტი კიტ ფლინტი 49 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა
ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის The Prodigy-ის ვოკალისტი კიტ ფლინტი 49 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.
მუსიკოსის ცხედარი თავისივე სახლში დილით გამთენიისას იპოვნეს. პოლიციამ სხვეულზე ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინა, გარდაცვალების მიზეზს კი ექსპერტიზა დაადგენს.
კიტ ფლინტი 1969 წელს ლონდონში დაიბადა. 1990 წელს ის ელექტრონული ჯგუფის The Prodigy-ს მოცეკვავე გახდა, მოგვიანებით კი მისი ვოკალისტობაც შეითავსა. სწორედ ის ასრულებდა ჯგუფის ყველაზე პოპულარულ სიმღერებს, რაც მსმენელმა მალევე შეიყვარა.
კომენტარი