სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩხუბი კოჯრის სამხედრო ნაწილში - სისხლიანი დაპირისპირების დროს დაჭრილ 2 ჯარისკაცს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში ჰქონდათ მიყენებული

კოჯრის სამხედრო ნაწილში სამხედრო მოსამსახურეებს შორის ჩხუბის შედეგად 5 ჯარისკაცი დაშავდა, მათგან 2 დაიჭრა. ინციდენტს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. ჯარისკაცებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

ორიოვე დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ გუშინ გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდათ. ჯარისკაცებს ნაკვეთი ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვთ მიყენებული. ამ დრომდე ერთი ინგოროყვას კლინიკაში, მეორე კი ამტელ ჰოსპიტალში რჩება. მათთან ერთად სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა 3 დაშავებულ სამხედრო მოსამსახურესაც. ორი მათგანი კლინიკიდან მალევე გაწერეს.

"იყო მუცლის შემავალი ჭრილობა, რომელიც გადავიდა საოპერაციო ბლოკში. ამ ეტაპზე ოპერაცია დასრულებულია და პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. 2 პაციენტი შემოვიდა თვითდინებით, ერთს აღენიშნებოდა ყურის მცირე ზომის ჭრილობა და მეორეს თავის სკალპის მიდამოებში ჰქონდა ჭრილობა. ცეცხლსასროლი არ არის, სავარაუდოდ ცივი იარაღია,"-აცხადებს ექიმი უჩა ციხიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100