სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეტრო "თავისუფლების მოედნის" წინ ორი ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს

მეტრო "თავისუფლების მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მეტროს ტერიტორიაზე კიბეებიდან დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოვიდა, რომელსაც გულის არეში ჰქონდა ჭრილობა და ბევრ სისხლს კარგავდა. მეორე დაზარალებული მხრის არეში იყო დაჭრილი. მათი ასაკი 18 და 28 წელია.

ერთ-ერთ დაჭრილს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხებ მეორე დაშავებულს, მისი ჭრილობა არც ისე ღრმა იყო, დამუშავების შემდეგ ის გაეწერა კლინიკიდან.

საქმე განზრახ მცდელობის მუხლით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100