სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკელი სამხედროები შინ ბრუნდებიან

შეერთებული შტატების სამხედროების განცხადებით, გასულ კვირას ავღანეთიდან 650 ამერიკელი ჯარისკაცი დაბრუნდა სამშობლოში, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ფარვანის პროვინციაში მსახურობდნენ.

წლის ბოლომდე ავღანეთიდან 10,000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანაა დაგეგმილი.

პრეზიდენტ ობამას გეგმის მიხედვით, 2012 წლის სექტემბრამდე ავღანეთიდან 33 000 ამერიკელი ჯარისკაცი უნდა გამოიყვანონ. 2014 წელს კი ამერიკელები საერთოდ წავლენ ამ ქვეყნიდან და სახელმწიფოს უშიშროების უზრუნველყოფა მთლიანად ავღანეთის ხელისუფლებას დაეკისრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100