სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიყვარულის 7 სტადია

სიყვარული უცებ არ ჩნდება, ნამდვილი გრძნობის მოსვლას დრო სჭირდება, ფსიქოლოგთა აზრით მას რამდენიმე სტადია აქვს და ყველა მათგანს თავის პლიუსები და მინუსები გააჩნია.

შეყვარებულობა. ეს გახლავთ სიყვარულის პირველი სდადია, რომელიც დაახლოებით 6 თვეს გრძელდება. შყვარებულობის პერიოდში ადამიანები პარტნიორში მხოლოდ კარგ მხარეებს ხედავენ. ამ დროს თვლი, რომ შენ რჩეულს იდეალური გარეგნობა და კარგი ხასიათი აქვს, მსოფლიოში ყველაზე უფრო კარგი კოცნა იცის და ყველაზე უფრო ყურადღებიანია. სიყვარულოს სწორედ ეს სტადია აწერინებს ადამიანს ლექსებს, რომანებს, სწორედ მის შესახებაა გადაღებული არაერთი ფილმი და ნამღერია უამრავი სიმღერა.

გაჯერება. ამ სტადიაზე წყვილი მაშინ გადადის, როდესაც ერთად ცხოვრებას იწყებს ან ბევრ დროს ატარებს ერთად. საყვარელი ადამიანი შენთვის რაღაც ჩვეულებრივი ხდება, ერთმანეთით სავსე ხართ. ურთიერთობაში შემოდის ყოველდღიურობა. ეს ეტაპი მართალია სწრაფად გადის, მაგრამ სწორედ ამ პერიოდში ხდება პარტნიორის უარყოფითი მხარეების აღმოჩენა.

ანტიპათია. ეს ეტაპი გახლავთ სიყვარულის გამოცდა. ამ დროს ვარდისფერი სათვალეები დამტვრეულია, იღვიძებს ეგოიზმი. დადებითი თვისებები და ღირსებები შეუმჩნეველი რჩება, წყობიდან გამოყავხარ პარტნიორის იმ მინუსებსაც კი, რომლებიც ადრე მოგწონდა. ხშირია ჩხუბები. მთავარი პრობლემა კი ის გახლავთ, რომ მესამე ეტაპის გავლის გარეშე ნამდვილ სიყვარულთან მისვლა შეუძლებელია, ამ ეტაპს ან გადალახავთ და გზას განაგრძობთ ან დაცილდებით.

შეგუება. ქარბორბალა დასრულდა, ჩხუბები გაიშვიათდა. ადამიანი აცნობიერებს, რომ მეორე ადამიანს თავის თავზე ვერ მოარგებს და მოუწევს იცხოვროს ორი ადამიანის ინტერესებით. როგორც წესი ამ დრის ხდება ერთმანეთზე მოწყობა. ამ ეტაპზე საქმეში ერთვება ფსიქოლოგიური ლიტერატურა, გამოცდილი ადამიანების რჩევები და ა.შ. სწორედ შეგუების ეტაპი გახლავთ მომზადება ნამდვილი სიყვარულისთვის. ჩხუბებს დიპლომატიური საუბრები ანაცვლებს.

მსახურება. ამ ეტაპზე იწყება პარტნიორისთვის სასარგებლო ქმედებები და ნაბიჯები, რომლებიც ნაკარნახევია არა ანგარებით და სანაცვლოდ რაიმეს მიღების იმედით არამედ იმ ფაქტით, რომ მეორე ნახევარი თქვენთვის ძვირფასია და ამ ქმედებებს თქვენი სული გთხოვთ. მსახურება ხდება გაცნობიერებულად და საკუთარი ნებით. მსახურების ეტაპი გაჟღენთილია მზრუნველობით და სწორედ აქ იბადება ნამდვილი სიყვარულის პირველი სხივები.

მეგობრობა. ამ ეტაზე ვლინდება პატივისცემა, ურთიერთგაგება. წყვილს უკვე ბევრი აქვს ერთად გამოვლილი. მეუღლეები ერთმანეთს კარგად იცნობენ, იციან რთული სიტუაციებიდან კონფლიქტის გარეშე გამოსვლა. მეგობრობის ეტაპი რამდენიმე წელს და ზოგჯერ ათწლეულობით გრძელდება.

სიყვარული. დიდი ხნის ნანატრი და დამსახურებული გრძნობა მეშვიდე ეტაპზე მოდის, ყველა რთული პერიოდის გამოვლის შემდეგ თქვენ ის დაიმსახურეთ. სამწუხაროდ სიყვარულის ეტაპამდე ბევრი წყვილი ვერ მიდის, რადგან აქამდე მოსვლას ერთანეთის ისეთებად მიღების სწავლაა საჭირო როგორებიც ხართ. ამ ეტაპზე წყვილი ერთი მთლიანობა ხდება.

ფსიქოლოგთა განმარტებით სიყვარულის ყველა სტატიის გავლას, მინიმუმ 7-10 წელი სჭირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100