რუსთვში მამაკაცი 12 წლის მოზარდზე ძალადობდა, რასაც მისი მეუღლე მობილურით იღებდა
სექტემბერში თბილისის საქალქო სასამართლოში სკანდალური საქმის განხილვაა ჩანიშნული. სასამართლო რუსეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელი მოქალაქის საქმეს განიხილავს, რომელიც არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული.
სხვადასხვა ინფორმაციების მიხედვით, მამაკაცი 12 წლის ასევე აზერბაიჯანელი ეროვნების მოზარდზე ძალადობდა, რასაც მისი მეუღლე მობილურით იღებდა. ეჭვმიტანილის და ძალადობის მსხვერპლის მეზობლებს ეჭვი აქვთ, რომ მათ მეზობლებს არასრულწლოვანი გოგონა პორნო ინდუსტრიაში ყავდათ ჩართული, მეზობლები იმისაც ყვებიან, რომ ცოლ-ქმრის სახლი საღამოობით ე.წ შეხვედრების ადგილი იყო. მეზობლები სახლს „ბუნაგად“ მოიხსენიებენ . დაკავებულის ადვოკატის თქმით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მის დაცვის ქვეშ მყოფს 3 წალმდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა მევლუდ ჯანჯღავა აცხადებს, რომ საქმე ძირითადად აგებულია 12 წლის ბავშვის ჩვენებაზე და მამაკაცი კატეგორიულად უარყოფს ბავშვთან სექსუალურ კავშირს . ადვოკატისთვის ასევე გაუგებარია იმ ფირების წარმომავლობა, რომელიც გამოძიებას მიაწოდა მამაკაცმა, რომელიც ამჯერად პირობით მსჯავრში იმყოფება და მას 6 წელი აქვს მისჯილი. ეს ფირი მისმა მეგობარმა ქალბატონმა მიაწოდა, რომელსაც თავის მხრივ მობილურით გადაღებული ვიდეო მასალა ეჭვმიტანილის მეუღლემ მისცა. ადვოკატის განცხადებით, გამოძიების ვერსიით, ბავშვზე ძალადობის ამსახველი ვიდეო საკუთარ ქმარს მეუღლემ გადაუღო, რითაც მეუღლეზე კომპრომატი შეაგროვა. ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეო მასალაში , რომელმაც რამოდენიმე მობილური მოიარა , ფაქტობრივად არაფრის გარჩევა არ შეიძლება, რაც კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის, ბავშვის ჩვენების სინამდვილეს. მევლუდ ჯანაშია ამბობს, რომ 12 წლის გოგონამ პატარა ასაკის მიუხედავად სიგარეტს ეწეოდა და ალკოჰოლს იღებდა. მისი დედა კი სამუშაოდ თურქეთში დადიოდა და გაჭირვებულ გოგონას მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხშირად მატერიალურად ეხმარებოდა. ბავშვის ჩვენებიდან კი ირკვევა რომ დაკავებულმა მასზე სექსუალური ძალადობის აქტი ორჯერ განახორციელა. ადვოკატი აცხადებს, რომ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ბავშვზე ძალადობა არ დასტურდება. როგორც აღვნიშნეთ, ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი სექტემბერში გაიმართება. აღნიშნულ თემაზე სტატია ჟურნალ „გზაში“ დაიბეჭდა.
კომენტარი