"ნატაშა, შვილის გაჩენას გადაყვა, არავინ შეაწუხა ცოლ-ქმარმა, ითმინეს... აქაოდა ვინმეს პრობლემა არ შევუქმნათო, როცა საავადმყოფოში გადაიყვანეს ძალიან დაგვიანებული იყო" - ტრაგედია ოზურგეთში
ოზურგეთელი ინგა დუმბაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დიდი ტრაგედიის შესახებ წერს:
"ნატაშა, შვილის გაჩენას გადაყვა. როგორც მეზობლებმა მითხრეს, ბოლო დღეებში წნევა აწუხებდა. სოფელში მოძრაობა შეზღუდული იყო.
არავინ შეაწუხა მორიდებულიმა ცოლ-ქმარმა, ითმინეს... აქაოდა ვინმეს პრობლემა არ შევუქმნათო. როცა საავადმყოფოში გადაიყვანეს ძალიან დაგვიანებული იყო. დარჩა ორი შვილი - ერთი წლის და ექვსი თვის გიორგი და ახალდაბადებული 7 დღის ჩვილი...
ამ პატარამ საერთოდ ვერ იგრძნო დედის სითბო... ჩვილი ბათუმშია ინკუბატორში. იმედია იცოცხლებს. რამოდენიმე დღეა გულის ტკივილს ვერ ვიჩერებთ მეზობლები... ყველას გითანაგრძნობთ.
P. S ნატაშას ოჯახი სოციალურად დაუცველია".
კომენტარი