სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პამელა ანდერსონს ახალი ბოიფრენდი ჰყავს, რომელიც 31 წლის ფეხბურთელია

მოდელი და მსახიობი პამელა ანდერსონი მუდამ სხვადასხვა მამაკაცის გარემოში იმყოფება, თუმცა ბოლო პერიოდი მხოლოდ ერთ მამაკაცთან ჩნდება ხოლმე ხშირად. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, 49 წლის ანდერსონი 31 წლის ფრანგ ფეხბურთელს ადილ რამის ხვდება. ისინი ერთად შენიშნეს ნიცაში და ყვითელი პრესა ალაპარაკდა იმაზე, რომ წყვილი უკვე ერთადაა. თავად ანდერსონი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ პამელასთვის ასაკობრივი სხვაობა ხელის შემშლელი ბარიერი სულაც არ არის და ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას და რამის მხურვალე რომანი აქვთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100