სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილებით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ასევე ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100