მამაკაცების უცნაური „თვითმკვლელობები“ სექსუალური გართობისას
რამდენიმე ათეულ საიტზე ერთდროულად გამოქვეყნდა 2012 წელს გახმაურებული 10 ყველაზე უცნაური სიკვდილის ამბავი. ერთი მათგანი იუწყებოდა 50 წლის ინგლისელი ჯეიმს ლოკლესის გარდაცვალებას ასფიქსიით - იგი საკუთარი ნებით გაეხვია პოლიეთილენის აპკის სამ ფენაში განსაკუთრებული სექსუალური თამაშის დროს, ვერ მოზომა და ამ თამაშს შეეწირა.
მკითხველისათვის შეიძლება უცხო იყოს ამგვარი სიკვდილის შესაძლებლობა. ამიტომ, ვიდრე მსგავს მაგალითებზე შევაჩერებდეთ მის ყურადღებას, თავდაპირველად თვით პროცესის შესახებ მოვახსენებთ:
„სექსუალური ასფიქსია" ასახავს მოვლენას, რომელიც სექსუალური გადახრის მქონე ადამიანების, უპირატესად მამაკაცთა, ხვედრია. ისინი თავად იგდებენ თავს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ჟანგბადის მიწოდება მცირდება ფილტვებსა და თავის ტვინში, რაც აძლიერებს სექსუალურ შეგრძნებას. ამ დროს ნაწილობრივად სულის შემგუბებელმა პიროვნებამ შეიძლება ვერ გათვალოს, სიტუაცია ვერ აკონტროლოს და რეალურად სასიკვდილოდ შეეკრას სუნთქვა. მოქმედების სექსუალურ მოტივაციაზე წარმოდგენას იძლევა გარდაცვლილის შიშველი სხეული, სასქესო ორგანოზე წაბმული სხვადასხვა ნივთები, იატაკზე მიმოფანტული პორნოგრაფიული სურათები და სხვ.
როგორც წესი, ასფიქსიოფილები თავიანთ გატაცებას მალავენ თვით ყველაზე უახლოესი ადამიანებისგანაც და ამ გადახრის შესახებ ცნობილი ხდება მხოლოდ მათი უეცარი სიკვდილის შემდეგ. ასფიქსიოფილთა უმეტესობა მამაკაცებია, რომელთა საშუალო ასაკი „თვითმკვლელობისას" 26,5 წელია.
აუტოასფიქსიოფილთა 11%-ს გააჩნია სადომაზოხისტური გადახრები, შესაბამისი ქმედებებით, ხოლო 20% სექსუალური თამაშების დროს გადაცმულია ხოლმე ქალის ტანსაცმელში.
ქვემოთ მოვიყვანთ რამდენიმე გახმაურებული შემთხვევის მაგალითებს:
1994 წელს სექსუალური თამაშის დროს დაიღუპა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი სტივენ მილიგანი, რომლის სხეული აღმოაჩინეს თავზე წამოცმული ტომრითა და პირში ჩაჩრილი ფორთოხლით.
2009 წლის 4 ივნისს დევიდ კერადაინი, ბილის როლის შემსრულებელი ფილმში „მოვკლათ ბილი", გარდაცვლილი იპოვეს ტაილანდის ქალაქ ბანგკოკის სასტუმროს ნომრის კარადაში. კრიმინალისტი-ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მსახიობი დაიღუპა საკუთარი თავის სექსუალური დაკმაყოფილების მცდელობისას, რადგან იგი ერთმანეთზე შეერთებულ შავ და ყვითელ ნეილონის თოკებზე იყო ჩამოკიდებული, რომელთაგან ერთი თოკი ყელზე ჰქონდა დახვეული, ხოლო მეორე - პენისზე.
ანალოგიური შემთხვევა მოხდა წლინახევრის წინ დიდ ბრიტანეთში - წარუმატებელი სექსუალური თამაშის შემდეგ დაიღუპა 32 წლის ცნობილი ტელეწამყვანი კრისტიან დიგბი. 2010 წლის 1 მარტს კრისტიან დიგბი, რომლის ქონება შეფასებულია რამდენიმე მილიონ ფუნტ სტერლინგად, საკუთარ სახლში იპოვეს მკვდარი. ეს ტელეწამყვანი ცნობილი იყო თავისი ჰომოსექსუალიზმით, მაგრამ ტრაგედიის დროს მისი „ბოიფრენდი" საზღვარგარეთ იმყოფებოდა. დიგბის სიკვდილის დამაფიქსირებელი „სასწრაფოსგან" მიღებული აღწერილობით, გარდაცვლილს ეცვა მოკრივის ტრუსები, ხოლო თავზე ჩამოცმული ჰქონდა პოლიეთილენის პაკეტი, რომელიც ქამრით იყო შეკრული ყელზე. იქვე, საძინებელში, აღმოჩნდა ჭურჭელი ქლორეთილით, რომელიც, საზოგადოდ, გამოიყენება ადგილობრივი გაუტკივრებისათვის, მაგრამ, სექსუალური გადახრის მქონე პირთაგან სხვაგვარად გამოიყენება - მისი შესუნთქვის დროს ძლიერდება სექსუალური შეგრძნებები.
2010 წელს ლონდონში, თავის ბინაზე მკვდარი იპოვეს ბრიტანული დაზვერვის თანამშრომელი, 31 წლის ჰარეტ უილიამსი, რომლის შიშველი სხეული აღმოაჩინეს სააბაზანოში, დახურულ ჩანთაში. აქაც სიკვდილი გამოიწვია სექსუალური თამაშის დროს უბედურმა შემთხვევამ.
2011 წლის დეკემბერში არგენტინის მთავრობის წევრი ივან ჰეინი იპოვეს გარდაცვლილი მონტევიდეოს ოტელ „Radisson"-ში, რომელიც სექს-თამაშისას დაიღუპა. იგი მარტო იყო ოთახში, იყო ტანთ გახდილი და სპერმის კვალი აჩნდა სხეულზე; საკუთარ ქამრით იყო ჩამოკიდებული კარადის ხარიხაზე. საგულისხმოა, რომ აუტოასფიქსიოფილობასთან ერთად ივან ჰეინი იყო ეკონომისტი-„ვარსკვლავი" არგენტინის მთავრობაში.
სურათებზე: ჯეიმს ლოკლესი და ივან ჰეინი
კომენტარი