მეგობრები ბრეივიკს ჰომოსექსუალად მიიჩნევდნენ...
ანდერს ბრეივიკის მეგობრებმა, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მიცემულ ჩვენებებში აღნიშნეს, რომ ისინი ბრეივიკს ჰომოსექსუალად მიიჩნევდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბრეივიკის საქმე ოსლოს საოლქო სასამართლოში მიმდინარე წლის 18 აპრილიდან განიხილება და უკვე დასასრულს უახლოვდება. აღსანიშნავია, რომ ბრეივიკმა დანაშაული პირველივე დაკითხვაზე აღიარა. იგი ეჭვმიტანილია ოსლოს ცენტრში მომხდარ ტერაქტში, რის შედეგადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა და კუნძულ უტოიაზე დატრიალებულ ტრაგედიაში, სადაც ტერორისტმა 69 ადამიანი მოკლა.
ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა ბრეივიკის დეტალური ფსიქოპორტრეტი შეადგინეს. მათ დეტალურად შეისწავლეს ტერორისტის ბავშვობა. ეს ყოველივე მეტად მნიშვნელოვანია დამნაშავისთვის განაჩენის გამოსატანად.
სამშაბათს კი სასამართლომ ბრეივიკის ოთხი მეგობარი დაკითხა. მათ შორის ტერორისტის ყოფილი მეგობარი გოგონაც გახლდათ. მათ სასამრთლოს სთხოვეს დაკითხვა ბრეივიკს არ მოესმინა და სასამართლო დარბაზიდან ტერორისტი გაიყვანეს.
ერთ-ერთმა მეგობარმა აღნიშნა, რომ 2006 წელს ბრეივიკის დედასთან საცხოვრებლად გადასვლამ იგი ძალიან გააკვირვა. ამ დროისათვის იგი კომპიუტერული თამაშებით იყო გატაცებული და მეგობრებზეც კი უარი თქვა.
„მე ვიფიქრე, რომ იგი ან დეპრესიაში იყო, ან ჰომოსექსუალად იქცა და სწორედ ამიტომ ამბობდა გარესამყაროსთან ურთიერთობაზე უარს. ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ ადმაიანი რომელსაც საკმაოდ კარგად იცნობდი, სულაც არ ყოფილა ისეთი, როგორადაც მიიჩნევდი“, - აღნიშნა ბრეივიკის 33 წლის მეგობარმა.
მეგობრებმა დასძინეს, რომ ბრეივიკის მშობლეთან გადასვლიდან ექვსი თვის შემდეგ, მათ მეგობარს შინ მიაკითხეს, კარი კი დედამ გააღო და მათმა დანახვამაც ძალიან გააკვირვა.
„ჩვენ მხოლოდ დედამისთან გასაუბრების საშუალება მოგვეცა. მან გადმოგვცა, რომ ბრეივიკს ჩვენი ნახვა არ სურდა“, - განაცხადა მოწმემ.
რაც შეეხება ჰომოსექსუალიზმს, ამ ყოველივეზე ეჭვი მეგობრებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ბრეივიკმა განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობა დაიწყო საკუთარი გარეგნობისადმი. ეს უკანასკნელი მაკიაჟსაც კი ხმარობდა და სახეზე რამდენიმე პლასტიკური ოპერაციაც კი გაიკეთა.
ტერორისტმა მეგობრებს კი ეს ყოველივე იმით აუხსნა, რომ მეტროსექსუალი იყო და მაგალითს დევიდ ბექჰემიდან იღებდა. რომელიც საკუთარ გარეგნობაზე გადამეტებულადაც კი ზრუნავს.
კომენტარი