ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან აქციის 4 მონაწილე დააკავეს
ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან პოლიციამ მოძრაობა შეცვალეს ოთხი აქტივისტი დააკავა. ოცნების ოფისში პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ელჩებს ხვდებოდა. პარალელურად გარეთ აქცია იმართებოდა. შეხვედრა ამ დროისთვის დასრულებულია.
პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზა გადაუკეტა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აიყვანეს.
კომენტარი