"ევრო-2012"-ის არენის მზადყოფნა პირველებმა Playboy-ს გოგონებმა "შეამოწმეს"
ჟურნალმა Playboy გამოაქვეყნა სექტემბრის შუა რიცხვებში ჩატარებული ფოტოსესიის დროს გადაღებული ფოტოები, სადაც 11 საუკეთესო მოდელი - 6 ქერა და 5 ბრუნეტი "ევრო-2012"-ის მთავარ საფეხბურთო არენებზე ფეხბურთის მაისურებსა და ტრუსებში პოზირებს.
"ინსპექტირება" ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. გოგონები ბურთით ან უბურთოდ დარბოდნენ მინდორზე, აძლევდნენ ერთმანეთს პასს, ასრულებდნენ ფეხბურთელებისთვის დამახასიათებელ ვარჯიშებს და, რა თქმა უნდა, მოედანზევე იცვლიდნენ მაისურებს. მოგვიანებით მათ გასახდელებში ისიც შეამოწმეს, როგორ მუშაობენ საშხაპეები.
კომენტარი