ქუთაისში ბუნებრივი აირით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა
ქუთაისში ბუნებრივი აირით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა. შემთხვევა 20 იანვარს, გამთენიისას ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა.
9 და 17 წლის მოზარდები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფიში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა. ამ დროისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე მოზარდი საავადმყოფოდან მეორე დღესვე გამოწერეს.
ბავშვების დედა ამბობს, რომ ოთახში სადაც მოზარდებს ეძინათ, წყლის გამათბობელია დამონტაჟებული და ისინი ოთახში დაგროვილმა CO -მ მოწამლა.
"სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილი იმ დღესვე დაათვალიერეს და წყლის გამათბობელი მოწყობილობა დალუქეს.
კომენტარი