ავარია რუსთავში - გარდაცვლილია 4 წლის ბავშვი და შუა ხნის ქალი, 10 წლის მოზარდი კი სიკვდილს ებრძვის
რუსთავის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 10 წლის ბიჭის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მოზარდი გვიან ღამით რუსთავის საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანეს. ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ასევე მძიმეა კიდევ ერთი დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც რუსთავის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის დროს ადგილზე გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი და შუახნის ქალი. ინციდენტისას სულ 5 ადამიანი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია
ვიდეოს ინფორუსთავი ავრცელებს.
კომენტარი