სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გეგი ნიჟარაძის სკანდალური ფარული ჩანაწერი და სუს-ი

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადამდგარ გეგი ნიჟარაძის სახელს რამდენიმე სკანდალი უკავშირდება, მათ შორის რამდენიმე ფარული ჩანაწრი, რომელიც მონიტორინგის ცენტრმა "მედიატორმა" რამდენიმე თვის წინ გაასაჯაროვა. ერთ-ერთ ჩანაწერში ისმოდა, როგორ აიძულებდა ნიჟარაძე თავის თანამშრომელს სამსახურიდან წასვლას. ყველაზე გახმაურებული კი აპლიკანტის მიერ ფარულად გადაღებული გასაუბრების ვიდეოჩანაწერი გახდა, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ისმის ნიჟარაძის ხმა, რომელიც მიმართავს ვინმე არჩილს, რომ ჩანაწერი წაიღოს „თავისთან სუსში“

"ამ ვიდეოში არის ასეთი ფაქტი- ჩანს, რომ გეგი ნიჟარაძეს ეს საათი უჭირავს და ესეთ რაღაცას ამბობს- არჩილ ეს წაიღე ეხლა თქვენთან, სუს-ში და იქ გაშიფრე თუ ჩემი ძმა ხარ! აძლევს ამ საათს ეს არჩილი გადის და რეკავს და მთელი საუბარი ისმის რასაც ელაპარაკება. დიდი ალბათობით ეს არჩილი ელაპარაკება სუს-ში თავის უფროსს, ან განყოფილების უფროსს, ან ვიღაცას, რომელსაც ფაქტიურად "პატაკს" აბარებს. ეუბნება რომ ეს საათი, ეს ჩანაწერი მაქვს მე. საინტერესო არის, რომ ამ ბიჭს მოედავნენ, რატომ იწერდი ამასო და ეს არჩილი ამბობს, რომ ჩვენც ვახორციელებდით ამის ჩაწერასო" აცხადებდა რამდენიმე თვის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100