"ჩემი ქმარი ისე მეგობრობდა ალკოჰოლთან, სტუმრად წასვლამდე მთხოვდა...“ - კოტე მათითაშვილის ცოლის საჯარო აღიარება
პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის მეორე ნახევარი, ეკა ბალანჩივაძე, საჯაროდ საუბრობს თუ როგორ გაუმკლავდა მისი ქმარი ალკოჰოლდამოკიდებულებას.
მისი თქმით, კოტე იმდენად იყო დამოკიდებული ალკოჰოლზე სადმე რომ მიდიოდნენ სტუმრად, წინასწარ ეტყოდა: "მოდი, დავლიოთ და მერე წავიდეთო".
"გამიხარდა, რომ კოტე ალკოჰოლს სკეპტიკურად მოეკიდა. ის იყო მისი საყვარელი გამაბრუებელი საშუალება და ეს საქართველოში ასეა ძალიან ბევრისთვის, თუმცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არასდროს სვამდა.
ბოლოს ისე მეგობრობდა ალკოჰოლთან, სადმე რომ მივდიოდით სტუმრად, წინასწარ მეტყოდა: მოდი, დავლიოთ და მერე წავიდეთო. ვპასუხობდი: მოდი, იქ მივიდეთ და თუ მოგინდება, დავლიოთ-მეთქი. როცა ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა, ის ართობდა და ეგონა, თრობის მდგომარეობაში უფრო მარტივად ამყარებდა კომუნიკაციას საზოგადოებასთან, ვკითხე: რეალური კოტე საზოგადოების პრობლემაა-მეთქი? მიხვდა, რომ ეს ასე არ იყო და მე ეს არ უნდა მეფიქრა. გადაწყვიტა, რომ ფხიზელიც მშვენივრად ერთობა, ადამიანებთან კომუნიკაციაც არაჩვეულებრივად გამოსდის და საკუთარი საქმეც.
მე და კოტეს იმდენი რამე გვაქვს გავლილი, ძალიან კარგად შევისწავლეთ ერთმანეთი და მივხვდით, რომ დათმობაზე მაგარი არაფერია“,- აღნიშნავს დიზაინერი "თბილისელებთან".
კომენტარი