სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აგრესიული მომიტინგეები პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრას ითხოვენ

ამ დროისთვის პარლამენტის წინ აქცია „არა ძალადობას“, რომელიც მდუმარედ იყო ჩაფიქრებული, იშლება, თუმცა, აქციის მონაწილეთა აგრესიული ნაწილი ლიდერებისგან მკვეთრ მოქმედებებს ითხოვს და მათ აქციის პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადანაცვლებას სთხოვს. მომიტინგეები აგრესიას იჩენენ „რუსთავი2“–სა და „იმედის“ ჟურნალისტების მიმართ. აგრესიით გამოირჩევიან დაკავებულთა ოჯახის წევრებიც. ისინი ლიდერთა გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლებიც ხალხს დაშლისკენ და პერმანენტული აქციებისკენ მოუწოდებენ. აგრესიული მომიტინგეები არა რეზიდენციის წინ მიტინგის გამართვას, არამედ რეზიდენციაში შეჭრას მოითხოვენ და ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებენ ეკა ბესელიას, ნანა კაკაბაძეს და სხვებს, რომლებიც ამაზე უარს ამბობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100