26 წლის მამაკაცმა კიბო დაამარცხა, თუმცა ოპერაციის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ქალია
ამერიკის შტატ აიოვაში მცხოვრებმა 26 წლის ენტონი პერკმა სიმსივნის გამო თავის ტვინის ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. კიბო ავთვისებიანი იყო და თავის ტვინის 53%-ზე იყო გავრცელებული.
ოპერაციის დაწყებამდე ექიმებმა რისკები გააცნეს და უთხრეს, რომ არსებობდა დაზიანების საფრთხე, რის გამოც თავის ტვინი ვეღარ შეძლებდა ძველებურ ფუნქციონირებას, თუმცა ქირურგიული ჩარევა სასიცოცხოდ მნიშვნელოვანი იყო.
როდესაც ოპერაციის შემდეგ პერკი ნარკოზიდან გამოვიდა, აღმოაჩინა, რომ სინამდვლეში ქალია კაცის სხეულში. ექიმების დასკვნით, ტვინის ის უბნები დაზიანდა, რომელიც პიროვნულობასა და ხასიათზე აგებს პასუხს.
"ვგრძნობ, რომ ჩემში ყველაფერი ერთდროულად შეიცვალა - ნებისმიერი მოვლენის მიმართ ემოციური ვარ, ვტირი უმიზეზოდ, მეშინია და ვღელავ - აქამდე მსგავსი ემოციები ჩემთვის უცხო იყო" - აღნიშნავს ენტონი.
ნევროლოგიისა და ზურგის ტვინის ქირურგიული განყოფილების უფროსი საშა ბრეზინსკი აცხადებს, რომ მის პაციენტს ძალიან იშვიათი პოსტოპერაციული სინდრომი აქვს, რომელიც არაობიექტური მაღალი დონის მოქმედებიდან გამომდინარეობს და მის პიროვნულობაზე ახდენს გავლენას:
"ის, ფაქტობრივად, უკვე მომწიფებული ქალია ყველა თავისი ხასიათის შტრიხით. მის ფსიქოლოგიაში სრული გარდატეხა მოხდა და ისეთი თვისებები გამოავლინა, შეუძლებელია ეს ყოველივე მამაკაცს ახასიათებდეს" - განაცხადა ბრეზინსკიმ.
თავად პერკს ძალიან აწუხებს ის ფაქტი, რომ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე წუთებში ყოველთვის გვერდით ედგნენ, ახლა ბოლომდე ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ ენტონის სქესი ერთ ღამეში შეიცვალა, თუმცა ცდილობენ არ აგრძნობინონ და ძველებური ურთიერთობა განაგრძონ.
კომენტარი