ლომერ ჟორჟოლიანი ერთ-ერთი ძიუდოისტის დაჭრის ბრალდებით დააკავეს?
ძიუდოისტებს შორის მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლომერ ჟორჟოლიანია დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, ლომერ ჟორჟოლიანმა ერთ-ერთი ძიუდოისტი იოსებ წელაური დაჭრა.
ვრცელდება ინფორმაცია რომ დაპირისპირება სავარაუდოდ გუშინ, აღმაშენებლის გამზირზე, „მაკდონალდსთან“ მოხდა და მასში ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილიც მონაწილეობდნენ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126-ე და 236-ე მუხლებით. უწყებაში ადასტურებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126-ე და 236-ე მუხლებით. უწყებაში ადასტურებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.
კომენტარი