მარნეულში დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" წევრს სცემეს
მარნეულში ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანში დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს "ნაციონალური ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატი და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. ადგილობრივებისა და მედიის წარმომადგენლების თქმით, ოპოზიციური პარტიის დაშავებული წარმომადგენელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მარნეულში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ზაურ დარგალი ამბობს, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული ძალები პროვოკაციას აწყობენ.
კომენტარი