"გამარჯობა ახალო სამყარო" - 25 წლის სვანმა გოგომ, მირანგულამ თავი ჩამოიხრჩო
25 წლის მირანგულა ჯაჭვლიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა წუხელ აეროპორტის დასახლებაში მოხდა.
ამ დროისთვის სუიციდის მიზეზი უცნობია. თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მირანგულამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ახალ სამყაროს ესალმება: "hello new world". აღნიშნულ სტატუსს გოგონას ნათესავებისა და ახლობლების მხრიდან საშინელი რეაქცია და კომენტარები მოყვა.
ამ წუთებში პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან გარდაცვლილის მეგობრები და ოჯახის წევრები, რომლებიც გამომძიებელს სუიციდის სავარაუდო მიზეზის შესახებ აძლევენ ჩვენებას - აღნიშნულის შესახებ დრონი.ჯი-ს ოჯახის ახლობელმა მიაწოდა ინფორმაცია.
მირანგულა ჯაჭვლიანს ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სოცილურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული ჟურნალისტიკის მიმართულებით.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი