სუსი: არცერთი ტერორისტი არ გაქცეულა, ლიკვიდირებულთა შორის გუმაშვილი არ არის
ჟურნალისტის კითხვაზე გაიქცა თუ არა სპეცოპერაციის დროს ორი ტერორისტი დანაშაულის ადგილიდან სუს-ის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, 22 ნოემბრის სპეცოპარაციის შემდეგ შეიარაღებული დაჯგუფების არც ერთი წევრი შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა.
გიორგობიანის განცხადებით, გავრცელებულ ფოტოებზე ერთ ერთი ის პირია, რომლის ლიკვიდირებაც მოხდა. მისივე თქმით, ლიკვიდირებულთა შორის ადამ გუმაშვილი არ არის.
სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი მოკლულია. სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევი.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.
კომენტარი